9105 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

RGYQJ0AF გამოქვეყნდა 29 სექ 31 ნახვა

სენსესი

სენსესი

იმპორტის მენეჯერი

სენსესი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 30 ოქტ

"სენსესი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • უცხოელ მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და საქმიანი ურთიერთობების მართვა;
  • პროდუქციის შეკვეთების განთავსება და მათი შესრულების პროცესის კონტროლი;
  • ფასების, მიწოდების პირობებისა და ვადების შეთანხმება მომწოდებლებთან;
  • შეკვეთების წარმოების, მზადყოფნისა და ტრანსპორტირების ეტაპების მონიტორინგი;
  • საერთაშორისო გადაზიდვების დაგეგმვა და კოორდინაცია;
  • სატრანსპორტო და საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
  • იმპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, მიღება და კონტროლი;
  • ინვოისების, შეფუთვის სიებისა და სხვა თანმხლები დოკუმენტების სისწორის გადამოწმება;
  • ფინანსურ, ლოგისტიკისა და საწყობის გუნდებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • მომწოდებლების ბაზის მართვა და საჭიროების შემთხვევაში ახალი მომწოდებლების მოძიება;
  • იმპორტთან დაკავშირებული ინფორმაციისა და ანგარიშგების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა - წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციისთვის;
  • სასურველია თურქული ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • საერთაშორისო შესყიდვებისა და ლოგისტიკური პროცესების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვისა და ვადების დაცვის უნარი.

აუცილებელია უცხო ენების ცოდნის დონის მითითება;

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ბათუმი, შინდისის ქუჩა N5 (ბარცხანის მიმდებარე ტერიტორია);
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი;
  • სამუშაო საათები: 09:00 - 18:00;
  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად, შეთანხმებისამებრ;

ჩვენ გთავაზობთ

  • საერთაშორისო მიმართულებით სწრაფად მზარდ გარემოს;
  • რეალურ კარიერულ განვითარებას;
  • თანამედროვე და ამბიციურ გუნდს;
  • გრძელვადიან თანამშრომლობას;
  • სტაბილურ ანაზღაურებას;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სენსესი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა