9,503 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

RNCBGXY1 გამოქვეყნდა 14 სექ 2 ნახვა

საქართველოს უნივერსიტეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანაზღაურებადი სტაჟირება

თბილისი სტაჟირება ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 22 სექ

"საქართველოს უნივერსიტეტი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას Gnomon Wise-ის პროექტ "Gnomon Wise Ex Libris"-ისა და ქართული, გერმანული, საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ფარგლებში.

სტაჟირება განკუთვნილია მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ კვლევითი საქმიანობის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღება, კვლევით პროექტებში ჩართულობა და პროფესიული უნარების განვითარება.

სტაჟირების პირობები:

  • სამუშაო დატვირთვა: კვირაში 20 საათი;
  • სამუშაო ადგილი: ჰიბრიდული ან საქართველოს უნივერსიტეტის ცენტრალური ოფისი;
  • ხანგრძლივობა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

  • Gnomon Wise-ის ინფორმაციულ-ანალიტიკური გამოცემის "Ex Libris"-ის ფარგლებში გამოსაქვეყნებელი მასალების მომზადებაში მონაწილეობა;
  • დასამუშავებელი საკითხებისა და შესაბამისი წყაროების იდენტიფიცირება, ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
  • გამოქვეყნებული მასალების თარგმნა და რედაქტირება ინგლისური და ქართული ენების მიმართულებით;
  • სისხლის სამართლის ინსტიტუტის საქმიანობის ხელშეწყობა, მათ შორის კონფერენციების, დისკუსიების, კვლევითი პროექტებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • პოლიტიკის მეცნიერებების, სამართლის ან მომიჯნავე მიმართულების მაგისტრის პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;

საჭირო უნარები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული წერითი კომუნიკაცია;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ტექსტის ხარვეზების აღმოჩენის უნარი;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ვადების დაცვა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობისა და კონსტრუქციული უკუკავშირის მიღება-გაზიარების უნარი;
  • საოფისე პროგრამებისა და ტექსტური დოკუმენტების დამუშავების ინსტრუმენტების ცოდნა (MS Word, PDF რედაქტორები);
  • მონაცემებისა და სხვადასხვა ტიპის დავალებების შესრულების მზაობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ ელფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ: Gnomon Wise-ის პროექტის ასისტენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 8000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება "საქართველოს უნივერსიტეტის" მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს უნივერსიტეტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა