პროექტის ანალიტიკოსი
"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m² - ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m²-ის გუნდს!
კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას პროექტის ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მშენებლობაზე დაგეგმილი სამუშაოს და მოცულობის შეფასება;
- ყოველკვირეული ანგარიშგების მომზადება მშენებლობის პროგრესის შესახებ, შესრულების ვადების შედარება მშენებლობის დადგენილ გრაფიკთან;
- ობიექტზე ინსპექტირების ორგანიზება და მართვა, შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება;
- მშენებლობის/რემონტის კლიენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და უზრუნველყოფა;
- შესრულებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი
- დაგეგმილი სამუშაოების შესახებ რეპორტინგი
- პროექტის კონტრაქტირებისა და ფინანსური მონაცემების მონიტორინგი და ანალიტიკა
- პროექტების მიხედვით სტატუს რეპორტების მომზადება
- სატენდერო წინადადებების განხილვა, ანალიზი და მონიტორინგი
- პროექტების მიხედვით კომუნიკაციების ქსელების მოწყობის უზრუნველყოფა და კოორდინირება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სამშენებლო ინჟინერია, არქიტექტურა);
- Cad (AutoCAD; ArchiCAD) პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
- ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სამშენებლო/დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- სამშენებლო-ტექნიკური ნორმები, წესები და სტანდარტების ცოდნა;
- პროექტებისა და ხარისხის მართვის გამოცდილება;
- გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
- ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
- MS Office
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 20 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პროექტის ანალიტიკოსი".
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთაღნიშნულ პირობებს.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.