8348 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

RQD459E4 გამოქვეყნდა 4 სექ 2 ნახვა

პროდუქციის მიმღები

ეიქეი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ეიქეი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პროდუქციის მიმღები

პოზიციის მიზანი პროდუქციის მიმღების ძირითადი ფუნქციაა მომწოდებლებისგან მიღებული პროდუქციის სწორად მიღება, რაოდენობრივი და ხარისხობრივი კონტროლი, დოკუმენტაციასთან შესაბამისობის გადამოწმება, შტრიხკოდებისა და ფასების სისწორის კონტროლი, ასევე პროდუქციის დროული და ორგანიზებული განთავსების უზრუნველყოფა.

ძირითადი სამსახურებრივი მოვალეობები პროდუქციის მიღება და კონტროლი - მომწოდებლისგან პროდუქციის მიღება დადგენილი პროცედურების შესაბამისად; - მიღებული პროდუქციის რაოდენობის გადათვლა და ინვოისთან/ზედნადებთან შედარება; - პროდუქციის ვიზუალური დათვალიერება დაზიანებების, დეფექტების ან ვადაგასული საქონლის გამოსავლენად; - პროდუქციის შეფუთვის მთლიანობის შემოწმება; - პროდუქციის ვარგისიანობის ვადების კონტროლი; - პროდუქციის სწორად მიღების დადასტურება შესაბამის დოკუმენტაციაში; - არასრული ან ზედმეტი რაოდენობის დაფიქსირება და მენეჯმენტის ინფორმირება; - დაბრუნების ან დაზიანებული პროდუქციის გამოყოფა და აღრიცხვა.

შტრიხკოდებისა და ფასების კონტროლი - პროდუქციის შტრიხკოდების სისწორის გადამოწმება; - შტრიხკოდის შესაბამისობის შემოწმება კონკრეტულ პროდუქტთან; - არასწორი ან დაზიანებული შტრიხკოდების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება; - ფასების შესაბამისობის კონტროლი სისტემასა და ეტიკეტებზე; - საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის გადაფასებაში მონაწილეობა; - სისტემაში არმყოფი პროდუქციის დაფიქსირება და ინფორმაციის გადაცემა შესაბამის პირთან.

დოკუმენტაცია და პროგრამული აღრიცხვა - მიღებული პროდუქციის შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება; - ზედნადებების, ინვოისებისა და მიღება-ჩაბარების აქტების სწორად გაფორმება; - პროდუქციის მონაცემების პროგრამაში შეყვანა; - მარაგების კონტროლში მონაწილეობა; - დოკუმენტაციის დაცვა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად; - განსხვავებების ან შეცდომების შემთხვევაში ანგარიშის მომზადება ხელმძღვანელობისთვის.

საწყობისა და სავაჭრო სივრცის ორგანიზება - მიღებული პროდუქციის სწორად განთავსება საწყობში ან სავაჭრო სივრცეში; - პროდუქციის კატეგორიების მიხედვით დახარისხება; - FIFO/FEFO პრინციპების დაცვა; - საწყობის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა; - ტემპერატურული რეჟიმების კონტროლი შესაბამისი პროდუქციისთვის; - მძიმე ტვირთის უსაფრთხო გადაადგილება კომპანიის წესების შესაბამისად.

კომუნიკაცია და თანამშრომლობა - მომწოდებლებთან კორექტული კომუნიკაცია; - მოლარეებთან, კონსულტანტებთან და მენეჯერებთან კოორდინაცია; - პრობლემური შემთხვევების დროული შეტყობინება ხელმძღვანელობისთვის; - ინვენტარიზაციაში მონაწილეობა; - კომპანიის შიდა რეგულაციების და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

პასუხისმგებლობები - პროდუქციის მიმღები პასუხისმგებელია: - მიღებული პროდუქციის რაოდენობრივი სიზუსტისთვის; - პროდუქციის ხარისხის პირველადი კონტროლისთვის; - შტრიხკოდებისა და ფასების სისწორისთვის; - დოკუმენტაციის სწორად წარმოებისთვის; - მარაგების სწორ აღრიცხვაზე; - საწყობის წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაზე; - კომპანიის ფინანსური ინტერესების დაცვაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - საშუალო ან უმაღლესი განათლება; - სასურველია გამოცდილება საწყობის ან მარკეტის მიმართულებით; - კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი; - ორგანიზებულობა და დისციპლინა; - გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.

დასკვნითი დებულებები პროდუქციის მიმღები ვალდებულია დაიცვას კომპანიის შიდა პოლიტიკა, უსაფრთხოების ნორმები, სანიტარული მოთხოვნები და ხელმძღვანელობის მითითებები.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ეიქეი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის