არტ თერაპევტი
ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი „რეჰაბი“ ეძებს არტ თერაპევტს, რომელსაც უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, აქვს მათთან მუშაობის გამოცდილება და სურს თავისი ცოდნითა და შემოქმედებითი უნარებით ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.
ძირითადი მოთხოვნები: - შესაბამისი განათლება და პროფესიული კვალიფიკაცია; - ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება; - ბავშვებთან კომუნიკაციისა და ინდივიდუალური მიდგომის უნარი; - შემოქმედებითი აზროვნება; - პასუხისმგებლიანობა, ემპათიურობა და გუნდური მუშაობის უნარი; - ბავშვებთან მუშაობის სურვილი და მაღალი მოტივაცია.
ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიულ სამუშაო გარემოს; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - გამოცდილ სპეციალისტებთან თანამშრომლობას; - შესაძლებლობას, თქვენი შემოქმედებითობა და პროფესიული ცოდნა ბავშვების განვითარებასა და რეაბილიტაციას მოახმაროთ. - თუ გიყვართ ბავშვებთან მუშაობა და გსურთ, ხელოვნების საშუალებით მათი განვითარებისა და კეთილდღეობის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ, მოხარული ვიქნებით, თუ „რეჰაბის“ გუნდს შემოუერთდებით.
საკონტაქტო ინფორმაცია: დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV: ან დაგვიკავშირდით ნომერზე:;
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.