კონსულტანტი
"პლანეტარიუმი" არის ტელესკოპების, ბინოკლების, მონოკლების, მიკროსკოპებისა და ასტროფოტოგრაფიის სხვადასხვა მოწყობილობების მაღაზია, რომელიც 6 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე.
კომპანია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვანი ასტროფოტოგრაფიის მოწყობილობების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Celestron, Skywatcher, Nimax, Aastroshop, Scopedome და სხვა.
ჩვენთან ასევე წარმოდგენილია, მზის პანელებისა და მზის გენერატორების, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Jackery-ის მოწყობილობები.
ძირითადი პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, შ.ნუცუბიძის ქ. 82 დასაქმების ტიპი: სრული;
** სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 11:00-20:00
** ანაზღაურება: 1200 ლარი
ვის ვეძებთ?
"პლანეტარიუმი" ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ კონსულტანტს, რომელიც მზადაა დაეხმაროს მომხმარებლებს პროდუქციის არჩევაში.
მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, რჩევის მიცემა;
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა და პრეზენტაცია;
** გაყიდვების პროცესის მართვა (გადახდიდან ჩაბარებამდე);
** მაღაზიის სივრცის მოწესრიგება და პროდუქციის განახლება;
** აღწერებში მონაწილეობის მიღება.
მოთხოვნები:
** კომუნიკაციის უნარი და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** სასურველია ინგლისურის საბაზისო დონეზე ცოდნა.
გთავაზობთ:
** სტაბილურ ანაზღაურებას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ტრენინგებს ასტროფოტოგრაფიის ტექნიკასა და პროდუქტებზე;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:. მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელი, რომ სწორად მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა არის 7 ოქტომბერი 2026 წელი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.