9836 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

RWXDE6K0 გამოქვეყნდა 6 ოქტ 35 ნახვა

სამშენებლო პროექტის მენეჯერი

ბრიტანია დეველოპმენტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 4 ნოე

სამშენებლო კომპანია შპს „ბრიტანია დეველოპმენტი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია გთავაზობთ მუდმივ სამსახურს. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 9:00-18:00სთ კომპანია ოპერირებს თბილისში. შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება შეთანხმებით, დასაქმებულის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინიებით. ხელფასი გაიცემა თვეში ერთელ განსაზღვრულ დღეს.

ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის პროექტების დაგეგმარების, განხორციელებისა და დასრულების (მიღება-ჩაბარების) პროცესის წარმართვა; - თითოეული პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების სრული, დეტალური გეგმა-გრფიკის შემუშავება; - ხარჯთაღრიცხის და სრული, დეტალური გეგა-გრფიკის მიხედვით პროექტის ბიუჯეტის შემუშავება/კონტროლი; - ობიექტის მენეჯერისთვის პროექტის განხორციელების გეგმის, მეთოდოლოგიისა და პროცედურების შემუშავება, შეთანხმება და დანერგვა; - შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა, მიღება-ჩაბარების (ფორმა 2) მომზადების უზრუნველყოფა და დამკვეთთან შეთანხმება; - პროექტის რისკების, რეპორტინგის და პრობლემების მართვა; - ქვეკონტრაქტორების და მომწოდებლების შერჩევის ორგანიზება მართვა; - პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ნებართვების უზრუნველყოფა; - პროექტის საჭიროებისამებრ ურთიერთობა სახელმწიფო და სხვა შესაბამის ორგანოებთან, დამკვეთის წარმომადგენლებთან; - პროექტის ფარგლებში სამშენებლო მასალების მოთხოვნა/მომარაგების პროცესის მართვა-კონტროლი და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამოსობის კონტროლი; - სამშენებლო მასალების გახარჯვის აღრიცხვა-კონტროლი და მარაგების მართვა; - პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დასახელებებისა და მოცულობების, არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის/თანხვედრის კონტროლი; - შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში არსებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დასაბუთებული ინიცირება და კომუნიკაცია დამკვეთთან; - პროექტის მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტწარმოება;

აუცილებელი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან სამშენებლო ინჟინერიაში / არქიტექტურის სფეროში. - მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე. - მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. - საპროექტო ნახაზების წაკითხვის და ანალიზის უნარი. - სამუშაო მოცულობების (BOQ) დათვლის გამოცდილება. - MS Project-ის ცოდნა. - Excel-ის კარგი ცოდნა. - ინგლისური ენის ცოდნა როგორც საკომუნიკაციო ისე დოკუმენტწარმოებითვის (წერილები, რეპორტები, მიმოწერა ელ.ფოსტის საშუალებით და ა.შ.) - „ფიდიკ“-ის ხელშეკრულების ძირითადი პრინციპების ცოდნა

აუცილებელი უნარ-ჩვევები: - პროექტის დაგეგმარების, ორგანიზების და მართვის უნარი; - დროის ეფექტური მართვის უნარი; - ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი; - სტრესის მართვის უნარი; - რამდენიმე პროექტის ერთდროულად და ეფექტურად წარმართვის უნარი; - მართვის მოწმობა B კატეგორია

დაინტერესებული კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი (ნებისმიერი ფორმით, სახელის, გვარის, ტელეფონის ნომერის და გამოცდილების მითითებით) შემდეგი ელ. ფოსის მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა