გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

RXD6PXY3 გამოქვეყნდა 3 ნოე 2 ნახვა

ბიზნესკონსულტანტი

შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ნოე
შესვლა და განაცხადი

"საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს რუსთავის საკონსულტაციო ცენტრის ბიზნესკონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები

  • "მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროექტის" მიზნების, მისიისა და სტრატეგიის შესაბამისად, ქვემო ქართლის საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • ქვემო ქართლის საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის ფარგლებში, პოტენციური ან/და არსებული მეწარმეების საქმიანობის დიაგნოსტირება, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება/მიწოდება;
  • ადგილობრივი ბიზნესისა და ადგილობრივი ბაზრის ტენდენციების შესახებ პირველადი ინფორმაციის შეგროვება;
  • ადგილობრივი ბიზნესის სუბიექტების შესახებ მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება და საჭიროებისამებრ ანგარიშის მომზადება;
  • პოტენციური/არსებული მეწარმეებისთვის ბიზნეს უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • ბიზნეს უნარების განვითარების მიზნით, პოტენციური/არსებული მეწარმეებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო შეხვედრების ორგანიზების პროცესში მონაწილეობა;
  • თანამშრომლობის განვითარების პროცესში მონაწილეობა როგორც ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებთან, ასევე სხვადასხვა ბიზნესის მხარდამჭერ უწყებებსა და დონორ ორგანიზაციებთან;
  • მეწარმე სუბიექტისათვის კონსულტაციის გაწევა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების, ბიზნეს სფეროს სიახლეების შესახებ;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ქვემო ქართლის საკონსულტაციო ცენტრის მენეჯერისთვის ანგარიშების მომზადება საჭიროების შესაბამისად;
  • სამუშაო აღწერილობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მენეჯმენტის ან სხვა დაკავშირებული დისციპლინების მიმართულებით;
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით;
  • სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • საქმიანი მიმოწერის წარმოება;
  • ეფექტური კომუნიკაცია/პრეზენტაციის უნარები;
  • მაღალი ანალიტიკური უნარები;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი.

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რუსთავის საკონსულტაციო ცენტრის ბიზნეს კონსულტანტი.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტაზე.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 ნოემბერი.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა