7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

RYCBTXH5 გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

ბუღალტერი

Techno Mall via hr.ge
ბათუმი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
₾1700 / თვეში ბოლო ვადა:

ელექტრო ინსტრუმენტებისა და დანადგარების წამყვანი სავაჭრო ცენტრი Techno Mall აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. WEB: https://technomall.ge/ FB: https://www.facebook.com/technomall.georgia

ძირითადი მოვალეობები: - პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი; - შესყიდვებისა და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა; - საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი; - დებიტორ-კრედიტორებთან ანგარიშსწორების კონტროლი და შეჯერება; - სასაქონლო ნაშთებისა და საწყობის ოპერაციების აღრიცხვაში მონაწილეობა; - ინვოისების, ზედნადებებისა და სხვა საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება; - პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა; - ხელმძღვანელობისთვის საჭირო ფინანსური ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება; - კომპანიის მთავარი ბუღალტრის დავალებების შესრულება.

სამუშაო პირობები: - სამუშაო დღეები: ორშაბათი – პარასკევი; - სამუშაო საათები: 10:00 – 19:00; - ანაზღაურება: 1,700 ₾ NET (ხელზე); - კვება: უზრუნველყოფს კომპანია.

დამატებითი ბენეფიტი: - Element Fitness-ის აბონემენტზე 20%-იანი ფასდაკლება.

მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; - ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილება; - საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; BALANCE; FINA; - Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა; - საგადასახადო და საბუღალტრო დოკუმენტაციასთან მუშაობის ცოდნა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - ანალიტიკური აზროვნება და ორგანიზებულობა; - გუნდურად მუშაობის უნარი.

თუ ხარ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და გსურს სტაბილურ კომპანიაში პროფესიული განვითარება — შემოუერთდი Techno Mall-ის გუნდს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელფოსტაზე: info@technomall.ge

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Techno Mall
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა