დამხმარე სპეციალისტი საფოსტო გზავნილების დამუშავების სამსახურში
საქართველოს ფოსტა აცხადებს ვაკანსიას დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე საფოსტო გზავნილების დამუშავების სამსახურში
სამუშაო ადგილი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია; სამუშაო საათები : 24-საათიანი ცვლა ყოველ მესამე დღეს. ფიქსირებული ანაზღაურება - 1150 ლარი. დამატებითი ანაზღაურება გამომუშავების მიხედვით - 500 ლარამდე.
ძირითადი მოვალეობა
- შემომავალი საერთაშორისო საფოსტო გზავნილების სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოტვირთვა;
- გზავნილების დახარისხება არსებული წესის დაცვით მათი შემდგომი დამუშავების/გაგზავნის მიზნით;
- გზავნილის ტომრის წონის შემოწმება და თანმხლებ დოკუმენტაციასთან შედარება ;
- გზავნილების სკანირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
- ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- გუნდური მუშაობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
კანდიდატთა შერჩევა
- კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://www.gpost.ge/info/career-application-form?vacancyId=2951