დამლაგებელი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილებაში იწვევს კანდიდატებს დამლაგებლების პოზიციის დასაკავებლად
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პიროვნულ თვისებებს, იყოს :
- მოწესრიგებული;
- ორგანიზებული;
- პუნქტუალური;
- ენერგიული;
- შრომისმოყვარე;
- ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ფუნქცია-მოვალეობები: თსუ-ს კუთვნილ ტერიტორიაზე მასზე განპირობებული ფართის დალაგება-დასუფთავება; ბ) სანიტარული და ჰიგიენური პირობების დაცვა.
დაინტერესებული კანდიდატი უნდა გამოცხადდეს 2026 წლის 12 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით (შაბათ კვირის გარდა 11 სთ-დან 17 სთ-მდე ), თსუ-ს პირველ კორპუსში (თბილისი. ი. ჭავჭავაძის გამზ. N1; ოთახი 118 ).
კანდიდატმა თან უნდა იქონიოს
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ავტობიოგრაფია/CV;
- სამუშაო გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
შრომის ანაზღაურება თვეში: 605 ლარი - ფართის დალაგება-დასუფთავება (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით); 715 ლარი- სველი წერტილის დალაგება-დასუფთავება (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება კორპორატიულ სადაზღვეო სისტემაში
შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები დაზუსტდება კანდიდატებთან გასაუბრებისას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.