ER რეგისტრატურის ხელმძღვანელი
შპს ‘’ კლინიკა რუსთავი ‘’ აცხადებს ვაკანსიას ER რეგისტრატურის ხელმძღვანელის პოზიციაზე
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულად ჩაითვლება უმაღლსი განათლება სამედიცინო, ჯანდაცვის ადმინისტრირების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის მიმართულებით) - კლინიკაში რეგისტრატორის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება. - საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. - ჯანდაცვის პორტალთან მუშაობის გამოცდილბა - სასურველია უცხოური ენების (ინგლისური ან რუსული) ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები: - რეგისტრატორების საქმიანობის კოორდინაცია, გრაფიკებისა და ნაკადების მიხედვით როტაცია, სტაჟიორთა და თანამშრომელთა გადამზადება, მათი საქმიანობის შეფასება და ვიზუალურ სტანდარტებზე ზრუნვა. - მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა და პროცესში წარმოქმნილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება/მოგვარება. - სტაციონარული პაციენტების (მათ შორის სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეულთა) სწორი რეგისტრაციის მონიტორინგი, მონაცემების სარეგისტრაციო ჟურნალში გადატანა და დღის ბოლოს დოკუმენტაციის მოწესრიგება. - სალარო ოპერაციების (ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორება), ფულადი სახსრების აღრიცხვა, მართვა, ბუღალტერიისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება.
ძირითადი უნარები და კომპეტენციები: - სიზუსტე დოკუმენტებისა და მონაცემების დამუშავებისას. - მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. - სტრესულ სიტუაციებში და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი. - გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 17:00 საათამდე., შაბათი 9:00 – 14:00სთ მისამართი: რუსთავი, ნიკო ლომოურის ქუჩა 45
დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგვიგზავნეთ ტქვენი რეზიუმე მითითებულ მეილზე hr@clinicrustavi.ge გისურვებთ წარმატებას!