8142 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

S13BP3F7 გამოქვეყნდა 25 აგვ 9 ნახვა

ოტო მოტორს

ოტო მოტორს

მოლარე-კონსულტანტი

ოტო მოტორს გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1000 / თვეში ბოლო ვადა:

ოტო მოტორსი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ადგილმდებარეობა:სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლი,აღმაშენებლის ხეივანი #213 ობიექტზე წარმოდგენილია საავტომობილო კოსმეტიკის,აქსესუარებისა და ავტომობილის მოვლის საშუალებების მულტიბრენდული სივრცე. სამუშაო გრაფიკი-თვეში 15 დღე ანაზრაურება-ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან ვეძებთ კომუნიკაბელურ, მოწესრიგებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც უყვარს მომხმარებელთან ურთიერთობა, აქვს გაყიდვებისადმი ინტერესი და სურს განვითარდეს საავტომობილო პროდუქტების სფეროში.

ძირითადი მოვალეობები - მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა; - საავტომობილო კოსმეტიკის, აქსესუარებისა და ავტომობილის მოვლის საშუალებების შესახებ მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა; - მომხმარებლისთვის შესაბამისი პროდუქციის შერჩევა და შეთავაზება; - პროდუქციის მახასიათებლების, გამოყენების წესისა და დანიშნულების გაცნობა; - ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მიღება; - დღის განმავლობაში განხორციელებული სალარო ოპერაციების კონტროლი; - პროდუქციის ფასებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის ცოდნა; - სავაჭრო სივრცეში პროდუქციის მოწესრიგება და ვიზუალური სტანდარტების დაცვა; - პროდუქციის ნაშთების კონტროლში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - მოლარე-კონსულტანტის, მოლარის ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარები; - საბაზისო კომპიუტერული უნარები; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ყურადღებიანობა და სიზუსტე; - სწრაფად სწავლისა და ახალი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ათვისების უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექრონულ მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 10 სექტემბრისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ოტო მოტორს
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის