9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

S2B5SQ5A გამოქვეყნდა 12 ოქტ 31 ნახვა

ბუღალტერი

შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 13 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/

ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა - მთავარი ბუღალტრის ზედამხედველობით;
  • პირველადი და სხვა საბუღალტრო დოკუმენტაციის გადამოწმება - დოკუმენტების სისწორის უზრუნველყოფა, საბუღალტრო პროგრამაში ასახვა და ფიზიკური არქივირება;
  • რეალიზაციის ოპერაციების პროგრამული ასახვის კონტროლი - პაციენტებთან, სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა კლიენტებთან დაკავშირებით;
  • მიღებული ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი - ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა და შესაბამისობაში მოყვანა სამედიცინო პროცესების მართვის პროგრამასთან;
  • მარაგების შესყიდვის პროცესების პროგრამული ასახვა და შინა პროცესების კონტროლი;
  • დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი - შეხსენებების მომზადება, ნაშთების გაანალიზება;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობა - საჭირო მონაცემების მიწოდება და ძირითადი ფორმების შევსებაში მხარდაჭერა;
  • ფინანსური აუდიტის პროცესში მონაწილეობა;
  • მთავარი ბუღალტრის სხვა მითითებების შესრულება - ბუღალტრული აღრიცხვის პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაოს ფარგლებში.ინვენტარიზაციის პროცესებში აქტიური ჩართულობა და გამოვლენილი გადახრების ანალიზი და ფინანსური აღრიცხვა
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ჰოსპიტალურ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა
  • ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვების საერთაშორისო სტანდარტების სიღრმისეულად ცოდნა
  • ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა
  • საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარები
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის ეფექტური მართვის უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნეს გიდი

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

სივრცის კონსულტანტი - ისნის ს/ც 2

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

სივრცის კონსულტანტი 1/2 განაკვეთი - ვარკეთილის ს/ც 2

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი (ეტაპი II) - ზესტაფონის ს/ც 1

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა