დარბაზის ადმინისტრატორი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" შინდისში აცხადებს ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ფილიალი: სოფ. შინდისი, თბილისი-კოჯრის გზატკეცილი 13ა სამუშაო გრაფიკი: 13:00-21:00/14:00-22:00 ანაზღაურება: 1600 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში პირველი თვე - 1400, მეორე თვე -1500. მესამე თვიდან- 1600₾)
ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო დარბაზში არსებულ თაროებზე, პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით; ** სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი; ** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი ** კონსულტანტებისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** მომხმარებელთათვის ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა; ** პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/b4htLRve