9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

S5888GR8 გამოქვეყნდა 6 ოქტ 29 ნახვა

HR და საგანმანათლებლო პროცესების მენეჯერი

IBL - International Business Lab 2010 გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 ნოე

"IBL — International Business Lab 2010" აცხადებს ვაკანსიას HR და საგანმანათლებლო პროცესების მენეჯერის თანამდებობაზე.

https://ibl.storera.ge https://www.facebook.com/profile.php?id=61594238133199

"IBL" არის საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ პრაქტიკულ კურსებსა და ონლაინ სწავლებას სთავაზობს მსურველებს. ჩვენი მიზანია, სტუდენტებმა მიიღონ სამუშაო გარემოში გამოსაყენებელი ცოდნა და უნარები.

ვეძებთ ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც სრულად ჩაერთვება გუნდისა და საგანმანათლებლო პროცესების ყოველდღიურ მართვაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ტრენერებისა და თანამშრომლების მოძიება, შერჩევა და ონბორდინგის ორგანიზება;
  • სასწავლო ჯგუფების ფორმირება, განრიგების შედგენა და კურსების დაწყების კოორდინაცია;
  • სტუდენტებს, ტრენერებსა და ადმინისტრაციას შორის კომუნიკაციის მართვა;
  • ლექციების მიმდინარეობის, დასწრებისა და სასწავლო მასალების დროულად მიწოდების კონტროლი;
  • უკუკავშირის შეგროვება და პრობლემებზე დროული რეაგირება;
  • კურსების დასრულებისა და სერტიფიცირების პროცესის ორგანიზება;
  • სამუშაო დოკუმენტაციის წარმოება და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების მომზადება.

მოთხოვნები:

  • HR-ის, ადმინისტრირების ან სასწავლო პროცესების მართვის გამოცდილება;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
  • ორგანიზებულობა და რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • საოფისე პროგრამებისა და ონლაინ სასწავლო პლატფორმების ცოდნა.

საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები და ანაზღაურება განიხილება გასაუბრებისას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე და მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა