რესტორნის პრომოუტერი
რესტორანი "Grape Wine & Kitchen" ეძებს აქტიურ და კომუნიკაბელურ პრომოუტერს ტურისტების მოსაზიდად.
სამუშაო მოვალეობები
- თბილისის ძველ/ტურისტულად აქტიურ უბნებში ტურისტებთან კომუნიკაცია და რესტორანში სტუმრობის შეთავაზება;
- ტურისტებისთვის რესტორნის, მენიუსა და შეთავაზებების გაცნობა;
- სარეკლამო მასალების (ფლაერების) დარიგება ტურისტებისა და გიდებისთვის;
- რესტორნის რეკომენდაცია პოტენციური სტუმრებისთვის და ახალი სტუმრების მოზიდვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა — აუცილებელი მოთხოვნა;
- კომუნიკაბელურობა და ტურისტებთან ურთიერთობის უნარი;
- აქტიურობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და თავაზიანობა.
სამუშაო პირობები
- მუშაობის ფორმატი: დისტანციური, ქალაქის სხვადასხვა ტურისტულად აქტიურ ლოკაციაზე;
- სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით;
- ანაზღაურება: მოყვანილი თითოეული სტუმრის ჩეკის თანხის 10%.
თუ ხართ კომუნიკაბელური, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და შეგიძლიათ ტურისტების დაინტერესება, მოხარული ვიქნებით თქვენი გამოხმაურებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია თქვენს შესახებ ელ. მისამართზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე.
გისურვებთ წარმატებას!