საწყობის აღრიცხვის ოპერატორი
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 257;
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00.
ძირითადი მოვალეობები: - საწყობში მიღებული პროდუქციის დალაგება/დასაწყობება; - მიღებული პროდუქციის და შეკვეთების პროგრამულად აღრიცხვა; - შემოსული შეკვეთების აღრიცხვა; - დანაკლისი და ზედმეტი პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა; - წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა.
ძირითადი მოთხოვნები: - პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება; - აუცილებელია საწყობის ან/და აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - საოფისე პროგრამებში მომხმარებლის დონეზე მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი უნარები: - ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.