დამხმარე / დიასახლისი
ვაკანსია დამხმარე / დიასახლისის პოზიციაზე ოჯახში:
ძირითადი მოვალეობები
- საცხოვრებელი სახლის ყოველდღიური სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
- სახლის სხვადასხვა სივრცის დასუფთავება და მოწესრიგება;
- ტანსაცმლისა და თეთრეულის რეცხვა, დაუთოება და ორგანიზება;
- გარდერობის მოწესრიგება და ტანსაცმლის სათანადო მოვლა;
- საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ინვენტარის სისუფთავეზე ზრუნვა;
- საჭიროების შემთხვევაში სხვა ყოველდღიური საოჯახო საქმეების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და დასუფთავების საშუალებების სწორად გამოყენების ცოდნა;
- სხვადასხვა ტიპის ზედაპირის, ქსოვილისა და დელიკატური ნივთების მოვლის წესების ცოდნა;
- საოჯახო საქმეების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სანდოობა;
- სისუფთავისა და წესრიგის მაღალი სტანდარტი;
- დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;
- კომუნიკაბელურობა და ოჯახურ გარემოში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები
- სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი (5 დღე);
- სამუშაო ადგილი: კიკეთი;
- სამუშაო საათები: შეთანხმებით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და/ან საკონტაქტო ინფორმაცია ელფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებებს!