პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

S97EGVKR გამოქვეყნდა 6 ნოე 15 ნახვა

სახანძრო ინჟინერი

შეთანხმებით ბოლო ვადა: 7 დეკ
შესვლა და განაცხადი

შპს "სახანძრო ექსპერტიზის ბიურო" აცხადებს ვაკანსიას სახანძრო ინჟინრის პოზიციაზე.

ჩვენ შესახებ

"სახანძრო ექსპერტიზის ბიურო" წარმოადგენს "A" ტიპის ინსპექტირების ორგანოს, რომელიც 2018 წლიდან ახორციელებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საპროექტო დოკუმენტაციის შეფასებასა და ინსპექტირებას. ჩვენი საქმიანობისა და კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://seb.com.ge/

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, გიგო ზაზიაშვილის ქ. №17;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი მოვალეობები

  • სახანძრო უსაფრთხოების საინჟინრო პროექტების ექსპერტიზა და ტექნიკური შეფასება;
  • სახანძრო ვენტილაციის სისტემების საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმება;
  • საპროექტო დოკუმენტაციის მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებთან შესაბამისობის დადგენა;
  • საერთაშორისო სტანდარტებისა და ტექნიკური რეგულაციების შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით (სასურველია მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით);
  • სახანძრო ვენტილაციის პროექტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სახანძრო ვენტილაციის სისტემების საინჟინრო გამოთვლების ცოდნა და შესრულებული გამოთვლების შეფასების უნარი;
  • საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IBC, NFPA);
  • ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გააზრების დონეზე).

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ახალი ტექნიკური სტანდარტებისა და რეგულაციების დამოუკიდებლად მოძიებისა და შესწავლის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში:

თუ გაქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება და გსურთ პროფესიული განვითარება სახანძრო უსაფრთხოების საინჟინრო მიმართულებით, თქვენი განაცხადი გამოგზავნეთ მეილზე.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა