თარჯიმანი
საპროექტო/საზედამხედველო კომპანია "Geo Consulting" აცხადებს ვაკანსიას თარჯიმნის პოზიციაზე.
ორგანიზაციის ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის ფარგლებში გასაცვლელი დოკუმენტაციის თარგმნა ქართულიდან ინგლისურად და პირიქით;
- პროექტის მიმდინარეობისას თანამშრომლებთან, დამკვეთებთან და სხვა მხარეებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- სინქრონული თარგმანი შეხვედრების დროს (ქართულიდან ინგლისურად და პირიქით);
- თარგმნილი დოკუმენტების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში რედაქტირება;
- ხელმძღვანელის ან დამკვეთის მიერ მიწოდებული მასალების თარგმნა;
- დოკუმენტაციის თარგმნა პროექტირების სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას;
- საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე სამუშაო ჯგუფთან ერთად გასვლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა (ვერბალურად და წერილობით);
- თარგმნის გამოცდილება ტექნიკურ ან საინჟინრო კონტექსტში (უპირატესობად ჩაითვლება);
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ყურადღება დეტალების მიმართ;
- მოქნილობა და სხვადასხვა სამუშაო ფორმატზე სწრაფად ადაპტაციის უნარი.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.