7980 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

SAHQ3HPV გამოქვეყნდა 25 აგვ 9 ნახვა

საწყობის აღრიცხვის ოპერატორი / მტვირთავი

ამბოლი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 23 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge

„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიებს საწყობის მიმართულებით: საწყობის აღრიცხვის ოპერატორი; მტვირთავი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ივანე იუმაშევის 23; სამუშაო საათები: 10:00 – 19:00.

საწყობის აღრიცხვის ოპერატორის ძირითადი მოვალეობები: - საწყობში მიღებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა; - საწყობში მიღებული პროდუქციის მიღება; - ფილიალებიდან მიღებული შეკვეთების აღრიცხვა; - პროდუქციის განაწილება მიწოდების აგენტებისთვის; - წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა.

ძირითადი მოთხოვნები: - პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება; - აუცილებელია საწყობის ან/და აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - საოფისე პროგრამებში მომხმარებლის დონეზე მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები: - ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი.

მტვირთავის ძირითადი მოვალეობები: - საწყობში მიღებული პროდუქციის მიღება/დასაწყობების უზრუნველყოფა; - რეალიზებული პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა; - ფილიალისთვის და ან საწყობისთვის საჭირო ტვირთის და/ან ინვენტარის დაცლა-დატვირთვა-გადაადგილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ამბოლი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა