8702 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

SDTKV3J6 გამოქვეყნდა 10 სექ 1 ნახვა

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ

სხვადასხვა

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი, ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურში

1) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;

** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;

** ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე.

ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების შემუშავების, დანერგვის, განხორციელებისა და მათი ეფექტიანობის შეფასების ხელშეწყობა;

** ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ყოველდღიური საქმიანობის ადმინისტრაციული და ტექნიკური მხარდაჭერა;

** სწავლა-სწავლების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილეობა;

** საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, განვითარების, მოდიფიცირებისა და პერიოდული შეფასების პროცესში მონაწილეობა;

** საგანმანათლებლო პროგრამების ყოველწლიური შეფასების პროცესის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერა;

** სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდული მონიტორინგი;

** სტუდენტების, კურსდამთავრებულების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის, დამსაქმებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების გამოკითხვების დაგეგმვა და ორგანიზება;

** ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

** ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წლიური სამოქმედო გეგმისა და წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

** ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია და შესაბამისი ინფორმაციის დროული გაცვლა;

** ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ორგანიზება;

** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, განსაზღვრული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

** უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ ან ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

** საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროს მარეგულირებელი მოთხოვნების, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების ცოდნა;

** საგანმანათლებლო დოკუმენტაციის დამუშავებისა და ტექნიკური გადამოწმების უნარი;

** რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების დამუშავების, ანალიზისა და შეფასების უნარი;

** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;

** საოფისე პროგრამების - Microsoft Word, Excel, PowerPoint კარგი ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;

** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი;

** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;

** გუნდური მუშაობისა და სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციის უნარი;

** პუნქტუალურობა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის პასუხისმგებლობა.

2) ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურში

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის საქმიანობის ადმინისტრაციული, საინფორმაციო, საკომუნიკაციო და ტექნიკური მხარდაჭერა

სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების, სტაჟირების, პრაქტიკისა და კარიერული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოძიება და გავრცელება;

** დასაქმების ფორუმების, კარიერული შეხვედრების, ტრენინგებისა და სხვა კარიერული ღონისძიებების ორგანიზების პროცესში ადმინისტრაციული მხარდაჭერა;

** ღონისძიებებისთვის საჭირო საკომუნიკაციო მასალების, სიების, მოსაწვევებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;

** დამსაქმებელ ორგანიზაციებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის პროცესში მხარდაჭერა;

** სხვადასხვა სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო და ექსტრაკურიკულური ღონისძიების ორგანიზების პროცესში მხარდაჭერა;

** სამსახურის თანამშრომლებისთვის ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში სხვა ადმინისტრაციული და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა;

** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

** ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B2 დონე (სავალდებულო);

** MS Office პროგრამების ცოდნა/ტექნიკური უნარ ჩვევები

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა აპლიკანტმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მეილზე:

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა