ძრავისა და სავალი ნაწილის ხელოსანი
კომპანია "ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ძრავისა და სავალი ნაწილის ხელოსნის პოზიციაზე.
"ასპ-გრუპის" საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
კომპანიის ვებგვერდი: https://aspgroup.ge/
პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი N3; სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები; ანაზღაურება: 2 000-3 000 ლარი, 3 000-4 000 ლარი, 4 000-5 000 ლარი (გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ავტოსატრანსპორტო საშუალების/ტექნიკის ძრავისა და სავალი ნაწილების დიაგნოსტიკა;
- ავტოსატრანსპორტო საშუალების/ტექნიკის ძრავისა და სავალი ნაწილების სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
- ავტოსატრანსპორტო საშუალების / ტექნიკის ძრავისა და სავალი ნაწილების დაშლა/აწყობა;
- ავტოსერვისცენტრში სხვადასხვა ავტო სარემონტო სამუშაოების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულოა, ანალოგიურ პოზიციაზე მინ. 3-5 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 14 ნოემბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.