9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

SG288SX7 გამოქვეყნდა 19 ოქტ 27 ნახვა

B2B გაყიდვების მენეჯერი

Go-Playgrounds გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾3000 / თვეში ბოლო ვადა: 20 ნოე

შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს" არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.

"გოუ-ფლეიგრაუნდს" ეძებს გუნდის ახალ წევრს - B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით. ანაზღაურება: 3000 ლარიდან

ძირითადი პასუხისმგებლობები: კომპანიის პროდუქციის (სათამაშო მოედნები, ატრაქციონები და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება) გაყიდვების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება, გაყიდვების მიზნების მიღწევა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში

ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმების შემუშავება, განხორციელება წარმოების მიზნების შესაბამისად
  • ბაზრისა და შესაძლო კონკურენტების მუდმივი კვლევა, ახალი ტენდენციების და შესაძლებლობების იდენტიფიცირება
  • გაყიდვების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური პროგნოზების მომზადება და ანალიზი
  • B2B გაყიდვები:
  • კერძო სექტორი (B2B): მოლაპარაკებების წარმოება დეველოპერულ კომპანიებთან, სასტუმროებთან, დასასვენებელ ცენტრებთან, კერძო ბაღებთან/სკოლებთან და სხვა ბიზნეს კლიენტებთან.
  • საჯარო სექტორი (B2B): სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და სატენდერო პროცესებში აქტიური მონაწილეობა (მუნიციპალიტეტები, სკოლები, საჯარო ბაღები და ა.შ.).
  • მსხვილ კორპორაციულ და სტრატეგიულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია
  • სასურველია მართვის მოწმობის და/ან პირადი ავტომობილის ქონა
  • უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, ან მასთან დაკავშირებულ სფეროში
  • მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
  • სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა
  • სასურველია გამოცდილება საჯარო შესყიდვების (ტენდერების) პროცესებში მონაწილეობის კუთხით.

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • გამართული კომუნიკაციის უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ლიდერობის უნარი
  • თავდაჯერებულობა
  • ორგანიზებულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსმა" დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში.

"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა