8744 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

SG4ZPFD2 გამოქვეყნდა 11 სექ 0 ნახვა

Monde Group

Monde Group

ადმინისტრაციული მენეჯერი

Monde Group გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

დეველოპერული კომპანია "მონდე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ენერგიულ ადმინისტრაციულ მენეჯერს, რომელიც გახდება კომპანიის საოპერაციო საქმიანობის და შიდა პროცესების ეფექტურად მართვის გარანტი.

მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული და საოპერაციო საქმიანობის მართვა

** კომპანიის მიმდინარე დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება

** მენეჯმენტის სამუშაო დღის წესრიგის მხარდაჭერა, კალენდრისა და საოფისე კომუნიკაციის ეფექტური კოორდინაცია

** გუნდის სამუშაო ციკლის ადმინისტრირება - სამუშაო დროის, დასვენების პერიოდებისა და მასთან დაკავშირებული შიდა საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია

** ახალი თანამშრომლების მიღების პროცესის მართვა და მათთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნაზე ზრუნვა

** სატელეფონო ზარების მიღება

** სტუმრების დახვედრა, მიღება-გაცილება

მოთხოვნები:

** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად

** კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები - საოფისე პროგრამების და თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობა

** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე აუცილებელია

უნარ-ჩვევები:

** მულტიტასკინგის (რამდენიმე საქმის ერთდროულად მართვის) უნარი

** კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი ორიენტაცია და გადაწყვეტილების მიღება

** მაღალი ეთიკა და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი

** პოზიტიური განწყობა და გუნდურობა

** კარგი კომუნიკაციის უნარი

** მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა

ოფისის მისამართი: თბილისი, საბურთალო, სპორტის სასახლესთან, პავლე ასლანიდის 12, სამუშაო საათები 11:00 -19:00 საათი, ორშაბათი-პარასკევი

ანაზღაურება: ანაზღაურება - გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Monde Group
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა