უმცროსი ბუღალტერი
"პრომეტალი" სამშენებლო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია.
ვაკანსია — უმცროსი ბუღალტერი.
სამუშაო ადგილი: ქ. გორი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, სამუშაო დღეები შაბათ-კვირა, დასვენების დღე კვირის სხვა ნებისმიერი ორი დღე.
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების პროგრამაში ასახვა; ** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი; ** RS.GE-ზე გამოწერილი ზედნადებების საბუღალტრო პროგრამაში ასახვა და შედარება; ** შემოსავლებისა და კლიენტებთან ანგარიშსწორების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში; ** საბუღალტრო მონაცემების სისწორისა და შესაბამისობის კონტროლი; ** საჭიროების შემთხვევაში, მთავარი ბუღალტრის მიერ დელეგირებული სხვა სააღრიცხვო სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; ** RS.GE-სთან მუშაობის გამოცდილება; ** საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა MS Office (განსაკუთრებით Excel-ის). ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება; ** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პროცესების მართვის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მითითებულ საკონტაქტო ელ. ფოსტაზე: hello.prometal@gmail.com. სათაურში გთხოვთ მიუთითეთ "უმცროსი ბუღალტერი".