მოლარე-ოპერატორი
−30% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,140 ₾ · 135 განცხადება
გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 14 დეკ
ჩვენ შესახებ: Plex ლიცენზირებული ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერია (VASP) საქართველოში, რომელიც ოპერირებს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ. თბილისსა და ბათუმში, Plex მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხო და გამჭვირვალე კრიპტო-ფიატ გადაცვლის სერვისებს.
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან და მომხმარებელზე ორიენტირებულ მოლარე-ოპერატორს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს ბათუმში. ამ პოზიციაზე დასაქმებული უზრუნველყოფს პრემიუმ ხარისხის მომსახურებას Plex- ის ბათუმის ფილიალებში მისული მომხმარებლებისთვის.
მოლარე-ოპერატორი (ბათუმი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ქართული და რუსული ენების თავისუფლად ფლობა
- თავაზიანობა და პროფესიონალური ურთიერთობის დამყარების უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
რას გთავაზობთ ჩვენ:
სამუშაო ადგილი: ბათუმი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 სამუშაო დღე, 3 დასვენების დღე სამუშაო საათები: 11:00 - 20:00 სთ ანაზღაურება: პირველი თვე - 800 ლარი, მეორე თვიდან - 1000 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მოლარე-ოპერატორი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ მოცემულ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დასადგენის მიზნით.