ბანკომატების / სწრაფი გადახდის აპარატების ქსელის განვითარების მენეჯერი
ლიბერთი - ბაზისბანკ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ბანკომატებისა და სწრაფი გადახდის აპარატების ქსელის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობ:ათბილისი სამუშაო საათები:სტანდარტული ბოლო ვადა:17 ნოემბერი, 2026
აღწერა ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. ბაზისბანკ ჯგუფი აერთიანებს - ბაზისბანკს, ლიბერთის, BB დაზღვევასა და BB ლიზინგს.
ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, გადახდების ბიზნესის განვითარების განყოფილება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ბანკომატებისა და გადახდის ტერმინალების ქსელის გაფართოების დაგეგმვა, ბაზრის კვლევა და ახალი ლოკაციების შერჩევა;
- ქსელის ფინანსური და ტრანზაქციული მაჩვენებლების ანალიზი, არამომგებიანი ლოკაციების ოპტიმიზაცია;
- პარტნიორებთან საიჯარო პირობებზე მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება;
- ბანკომატებისა და ტერმინალების რეგისტრაციის, გაუქმებისა და მონაცემების ცვლილების პროცესების კოორდინაცია;
- აპარატების ინსტალაციის, დემონტაჟისა და გადაადგილების პროცესების კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან;
- ქსელის ვიზუალური განახლების, სატენდერო და შესყიდვების პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
- საწყობის მარაგებისა და რესურსების ეფექტიანი მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
- ფინანსური მონაცემების ანალიზისა და საოპერაციო პროცესების მართვის გამოცდილება;
- MS Office-ის, Excel-ის ცოდნა;
- საბანკო თვითმომსახურების მოწყობილობების სპეციფიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი კომპეტენციები
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება — მონაცემების ანალიზისა და ქსელის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები — პარტნიორებთან ეფექტიანი ურთიერთობის წარმართვა და შესაბამისი პირობების შეთანხმება;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი — საოპერაციო პროცესების, რესურსებისა და სამუშაო პრიორიტეტების ეფექტიანი მართვა;
- შედეგზე ორიენტირებულობა — დასახული მიზნების მიღწევასა და ქსელის ფინანსური ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ფოკუსირება;
- პრობლემების გადაჭრის უნარი — საოპერაციო გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება;
- კოორდინაციისა და გუნდური მუშაობის უნარი — სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან ეფექტიანი თანამშრომლობა და პროცესების შეუფერხებელი წარმართვა.
როგორ მოგვმართოთ: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ/ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.