ბორტ-კვების აგენტი
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს ბორტ-კვების აგენტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი - დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ანაზღაურება - 885 ლარი.
სამუშაოს ტიპი: ცვლაში მუშაობა.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
ფუნქცია-მოვალეობები:
1. საჰაერო ხომალდზე საბორტო კვების მომსახურების მიწოდება ავიაკომპანიების შესაბამისი პროცედურების და სახმელეთო მომსახურების სახელმძღვანელოს დებულებების შესაბამისად;
2. მიმაგრებული სპეც. ავტო-ტექნიკის, აღჭურვილობის და მოწყობილობების წესების დაცვით ექსპლუატაციის და მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
3. საჰაერო ხომალდის მომსახურება სახმელეთო მომსახურების სახელმძღვანელოს მოთხოვნების, ბაქანზე უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ნორმების და პროცედურების შესაბამისად;
4. საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო ვითარების მოქმედებების გეგმით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულება;
5. ბაქანზე მომსახურების პროცესში ტექნოლოგიური პროცესის, შრომის უსაფრთხოების, სანიტარიის ნორმების და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვა;
6. სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით და ფორმით;
7. სამუშაო პროცესთან დაკავშირებული (შექმნილი, მიღებული, გაგზავნილი, გადამუშავებული და სხვა) ფიზიკური თუ ელექტრონული დოკუმენტების მოწესრიგებულად და ორგანიზებულად შენახვა;
8. მიღებულ კორესპონდენციაზე და კომპანიის ხელმძღვანელობის დავალებებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
9. სამუშაო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა და შესაბამის სამსახურებიდან პროცესის შეფერხების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
10. კომპანიაში მოქმედი შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციით განსაზღვრული წესების დაცვა;
11. კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** სასურველია საოფისე პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel) სამუშაო დონეზე ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა (სასურველია ტექნიკური ინგლისურის ან რუსულის ცოდნა).
დამატებითი მოთხოვნები:
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** აზრის ნათლად გამოხატვის უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
კონკურსის ეტაპებია:
** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია:
მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.