8,718 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

SJ92FYMJ გამოქვეყნდა 22 სექ 1 ნახვა

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

ექთანი-ფლებოტომისტი

თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 23 ოქტ

შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას: ექთანი-ფლებოტომისტი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული (09:00-18:00 სთ).

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
  • მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
  • გამოცდილ პროფესიონალთა გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პაციენტებისთვის ვენური სისხლის აღების პროცედურის უსაფრთხოდ და მაღალი სტანდარტით ჩატარება;
  • აღებული ბიოლოგიური მასალის შესაბამის სინჯარებში მოთავსება და დახარისხება წესებისა და პროტოკოლის სრული დაცვით;
  • შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის დროული და აკურატული წარმოება;
  • ასეპტიკა-ანტისეპტიკის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო/პროფესიული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება (ექთნის კვალიფიკაცია);
  • ვენიდან სისხლის აღების პრაქტიკული გამოცდილება;
  • პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • დროის ეფექტურად მართვისა და ორგანიზებულობის უნარი;
  • ინფორმაციის ანალიზისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დისციპლინა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე. Subject-ველში მიუთითეთ: "ექთანი-ფლებოტომისტი".

რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" დაამუშავებს თქვენს მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა