ბუღალტერი
შპს "Novamed Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, ლუბლიანას 46 სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები
- პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა;
- ბუღალტრული ოპერაციების შესრულება და გატარება Oris-ში;
- რეალიზაცია;
- ადგილობრივი შესყიდვები;
- იმპორტი;
- ბანკი;
- სალარო;
- ხელფასისა და დივიდენდის დარიცხვები — უწყისების მომზადება;
- ხარჯები;
- პროგრამა FMG-დან ზედნადებების გამოწერა;
- ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების სისწორის უზრუნველყოფა;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება (აუდიტორული კომპანიის მხარდაჭერით);
- საჭიროებისამებრ სხვადასხვა ინფორმაციის მომზადება (დებიტორები, ხარჯები, შემოსავლები, მარაგის დონეები);
- ყოველი თვის ბუღალტრული აღრიცხვის დახურვა (აუდიტორული კომპანიის მხარდაჭერით);
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით (სასურველია);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);
- საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (Oris და FMG);
- MS Office პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის კარგად ცოდნა.
უნარ-ჩვევები
- შედეგებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტური მართვა;
- ინფორმაციის მიღებისა და სწორად გადმოცემის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობა.
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).
თუ დაინტერესებული ხართ ამ შემოთავაზებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე.
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.