დიზელ გენერატორის ტექნიკოსი, ბუღალტერი, ელექტრიკოსი
კომპანია "Finex"-ი აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
1. დიზელ გენერატორის ტექნიკოსის პოზიცია
ვიწვევთ სამუშაოდ პიროვნებებს დიზელ გენერატორის ტექნიკოსის პოზიციაზე
მოთხოვნები:
** სასურველის კანდიდატი იყოს შესაბამისი ტექნიკური განათლებით; ** სავალდებულოა დიზელისა და ბენზინის ძრავებიან გენერატორებთან მუშაობის გამოცდილება; ** კანდიდატი ასევე უნდა შეეძლოს ელექტროობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება; ** კანდიდატი სასურველის ფლობდეს ინგლისურ ენას და შეეძლოს კომპიუტერზე მუშაობა; ** მას უნდა გააჩნდეს მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება; ** კანდიდატი უნდა იყოს დისციპლინირებული/კომუნიკაბელური; ასევე პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალული და ორგანიზებული. ** მას უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად მუშაობა, ლოგიკურად და ანალიტიკურად აზროვნება. ** მნიშვნელოვანია კანდიდატის გუნდური მუშაობის, დროის მართვის უნარი. ასევე მისი დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კანდიდატი არ უნდა იყოს ნასამართლები. მოთხოვნის შემთხვევაში მან უნდა წარმოადგინოს ცნობა ნასამართლეობის შესახებ. ** მაღალი გამავლობის საკუთარი ავტომობილის ყოლა განიხილება უპირატესობად.
2. ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესების მართვა; ** საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და კონტროლი; ** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ) შედგენა, აღრიცხვა, დაარქივება; ** RS.GE-ის მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან; ** დებიტორულ/კრედიტორული ნაშთების კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა; ** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა; ** RS.GE -სთან მუშაობის გამოცდილება; ** ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
3. ელექტრიკოსის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გასვლითი ვიზიტები რეგიონებში, ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციის შესაბამისად, მომატების პერსპექტივით) განაკვეთი: სრული.
აუცილებელი მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება ენერგეტიკის მიმართულებით და ელექტრიკოსის სერტიფიკატი; ** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
თანამდებობრივი ვალდებულებები:
** კომპანიაში არსებული ელექტრო ინფრასტრუქტურის (მათ შორის: დანადგარების, ელ.ძრავების, ელგამანაწილებელი კარადების, მაღალი ძაბვის უჯრედების) უსაფრთხო და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ** ელექტრული დაზიანებების აღმოჩენა, აღდგენითი სამუშაოების წარმოება; ** ელ-სისტემების და საველე ტექნიკის ექსპლუატაციის ხარისხის კონტროლი და ხარვეზების დროული გამოვლენა; ** ელექტრული ცალხაზოვანი სქემის წაკითხვის უნარი; ** არსებული ელექტრო გაყვანილობის რემონტი და გეგმური შემოწმება; ** ელექტროენერგიის მოხმარების მონიტორინგი; ** კანონმდებლობით არსებული უსაფრთხოების ნორმების დაცვა; ** ელექტროენერგიის გამანაწილებელ/მომწოდებელ კომპანიებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცლა;
პიროვნული თვისებები:
** თავაზიანი; ** პასუხისმგებლობიანი; ** მოწესრიგებული; ** ენერგიული; ** შრომისმოყვარე; ** პუნქტუალური.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: ngudushauri@finex.ge. ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!