სტაჟირება / გრაფიკული დიზაინერი
Watson აცხადევს სტაჟირებას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
Watson - ციფრული მარკეტინგის კომპანიაა, რომელიც უკვე 4 წელია წარმატებით ოპერირებს, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. დღესდღეობით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 30-ზე მეტი პარტნიორი და 80-ზე მეტი მეგობარი კომპანია გვყავს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: watson.ge
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ციფრული და ბეჭდური სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა; - პრეზენტაციების (PPTs) დიზაინის შემუშავება და გაფორმება; - სოციალური მედიისთვის შინაარსობრივი ვიზუალების მომზადება; - სხვადასხვა პროექტისთვის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება და მისი ტექნიკურად გამართვა; - ბროშურების, ფლაერების, საკომუნიკაციო ბანერების დიზაინის შექმნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Illustrator, Photoshop (სხვა პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); - ტიპოგრაფიის, ფერთა თეორიის, კომპოზიციის და განლაგების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი; - დათქმულ ვადებში სამუშაოს დასრულების უნარი.
ლოკაცია: თბილისი, თბილისის ზღვის პლაზა, ჯ. ლეჟავას 22. გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული.
გაგვიგზავნე შენი პორტფოლიო ან ნამუშევრები შემდეგ მისამართზე: მეილი: info@watson.ge ტელ: +995597054199
დაიწყე კარიერა Watson-თან ერთად!