ბუღალტერ-ოპერატორი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და პროგრამაში ასახვა;
** მიღებული და გაცემული დოკუმენტების აღრიცხვა;
** სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების დამუშავება;
** სალარო და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა;
** მონაცემების შეყვანა და კონტროლი საბუღალტრო პროგრამაში;
** ბუღალტერთან თანამშრომლობა მიმდინარე საბუღალტრო საკითხებზე;
** სხვა მიმდინარე საოპერაციო და საბუღალტრო დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** პროგრამა ORIS-ის ცოდნა — აუცილებელი მოთხოვნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
** პირველადი დოკუმენტაციის სწორად დამუშავების უნარი;
** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი.
სამუშაო გამოცდილება:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ განვითარებას და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
სამუშაო ადგილი: თბილისი
თუ ფიქრობთ, რომ აღნიშნული პოზიცია თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ CV.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.