გაყიდვების სპეციალისტი
"HashBank" არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
რას გთავაზობთ ჩვენ
- ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან;
- Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე;
- Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის;
- განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში;
- ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
- საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.
სამუშაო პირობები
- პოზიციის დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
- სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-19:00სთ.
- ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.
ძირითადი მოვალეობები
- პოტენციური ფიზიკური და იურიდიული პირების მოძიება და ბანკის მომხმარებელთა ბაზის გაფართოება;
- საცალო და ბიზნესსაბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზება მომხმარებელთა საჭიროებების გათვალისწინებით;
- ანგარიშების, საბარათე პროდუქტების, დეპოზიტების, საკრედიტო პროდუქტებისა და დისტანციური საბანკო მომსახურების გაყიდვა;
- კლიენტებისთვის საბანკო პროდუქტების პირობების გაცნობა და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
- პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო და პირისპირ კომუნიკაცია, შეხვედრების დაგეგმვა და კომერციული მოლაპარაკებების წარმოება;
- მცირე და საშუალო ბიზნესის, კორპორაციული კლიენტებისა და მსხვილი დამსაქმებლების მოზიდვის პროცესში მონაწილეობა;
- ბიზნესკლიენტების საჭიროებების შესწავლა და მათთვის შესაბამისი საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზება;
- გაყიდვების სრული ციკლის მართვა - პოტენციური კლიენტის მოძიებიდან გაყიდვის დასრულებამდე, დადგენილი პროცედურების ფარგლებში;
- საბანკო პროდუქტებზე განაცხადების მიღებისა და დამუშავების პროცესის მხარდაჭერა;
- არსებული კლიენტებისთვის დამატებითი საბანკო პროდუქტების შეთავაზება და გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება;
- გაყიდვების ინდივიდუალური გეგმისა და დადგენილი სამიზნე მაჩვენებლების შესრულება;
- პოტენციური და არსებული კლიენტების მონაცემთა ბაზის წარმოება და CRM სისტემაში ინფორმაციის დროული ასახვა;
- გაყიდვების შედეგების, კლიენტთა მოზიდვისა და შეთავაზებების ეფექტიანობის მონიტორინგი;
- გაყიდვების გუნდის კოორდინატორთან თანამშრომლობა და პერიოდული ანგარიშგება;
- ბანკის შიდა პროცედურებისა და კლიენტთა მონაცემების დაცვის მოთხოვნების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
- გაყიდვების, საბანკო მომსახურების ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შესწავლისა და ათვისების მზაობა;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი შეთავაზებების წარდგენის უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული კომპეტენციები
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
- აქტიურობა და ინიციატივიანობა;
- მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდთან თანამშრომლობის უნარი;
- ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და განვითარების სურვილი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 9 დეკემბერი, 2026. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: გაყიდვების სპეციალისტი
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე.
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.