გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

SR7Z0QQX გამოქვეყნდა 11 ნოე 0 ნახვა

სახელფასო პროექტების განვითარების სპეციალისტი

პროკრედიტ ბანკი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 11 დეკ
ორიგინალზე გადასვლა ↗

გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" სახელფასო პროექტების გუნდში!

"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.

ვაკანსია: სახელფასო პროექტების განვითარების სპეციალისტი

ძირითადი მოვალეობები

  • ბანკის სახელფასო პორტფელის ზრდის ხელშეწყობა და მართვა.
  • კომპანიებთან შეხვედრების, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციების დაგეგმვა და ჩატარება.
  • კლიენტების საჭიროებების ანალიზი და მათზე მორგებული შეთავაზებების მომზადება.
  • სახელფასო პროექტების გასახსნელად საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება, დამუშავება და პროცესის კოორდინაცია.
  • კომპანიებში ვიზიტების დაგეგმვა და თანამშრომლების სახელფასო ანგარიშების აქტივაციის პროცესის უზრუნველყოფა.
  • სახელფასო ჩარიცხვების მონიტორინგი.
  • პროცესების ოპტიმიზაციისა და დიჯიტალიზაციაში მონაწილეობის მიღება.
  • მჭიდრო თანამშრომლობა ფილიალებთან და სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან.

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • Microsoft Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, პრაქტიკული ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
  • ძლიერი კომუნიკაციის უნარები;
  • ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზი;
  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • სასურველია კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება.

ჩვენი იდეალური კანდიდატი

  • მოტივირებული;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • შედეგებზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • გუნდურ გარემოში ეფექტურად მომუშავე;

დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "სახელფასო პროექტების განვითარების სპეციალისტი" შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10/12/2026

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა