ექთანი
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“ აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3 სამუშაო გრაფიკი - განიხილება როგორც სრული,ისე ნახევარი განაკვეთი. სრული განაკვეთი -კვირაში 40 სთ, ორშაბათი- პარასკევი 10:00-19:00 სთ.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- სამედიცინო დახმარებას უწევს მოულოდნელად ავად გამხდარ სტუდენტებს და პერსონალს, ცალკე გადაყავს და უტარებს პირველად სამედიცინო დახმარებას. ექთანს არ აქვს მედიკამენტოზური ჩარევის უფლება, თუ აუცილებლობა მოითხოვს უნდა გამოიძახოს სასწრაფო დახმარება;
- აღრიცხავს სპეციალურ ჟურნალში და აწარმოებს სამედიცინო დოკუმენტაციას, როგორც სტუდენტების ასევე პერსონალის შესახებ;
- უზრუნველყოფს სამედიცინო მასალების კონტროლს და მუდმივად ზრუნავს მათ განახლებაზე;
- უზრუნველყოფს სამედიცინო ოთახის სისუფთავეს და სამედიცინო ნივთების და ხელსაწყოების დეზინფექციას;
- მუდმივად ეცნობა სამედიცინო სიახლეებს და ზრუნავს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე;
- ასრულებს სხვადასხვა დავალებებს, ხელმძღვანელის მითითებით, კომპეტენციის ფარგლებში;
- ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია სტუდენტებსა და თანამშრომლებში. შესაბამისი ღონისძიებების გატარება უნივერსიტეტში;
- უნივერსიტეტში მიმდინარე აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; (შესაბამისი კითხვარების შევსება, ინფორმაციის დამუშავება, პროცესის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი პირებისათის დროული მიწოდება, ექსპერტებთან შეხვედრა, ინტერვიუ, საჭიროების შემთხვევაში საბჭოს სხდომებში მონაწილეობა და სხვ.);
- უნივერსიტეტის „უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და პირველადი დახმარების აღმოჩენის წესის“ თანახმად მოქმედება საჭიროების შემთხვევაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ექთნის კვალიფიკაცია/განიხილებიან აგრეთვე მედიცინის პროგრამის სტუდენტები, მეოთხე კურსიდან;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 1 წელი.
განაცხადის მიღება:
შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdEr-8d0ndtlIZdWrelN271rUq0DEJ74b2S-xONeqtse49u5A/viewform
ან გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ „ექთანი“, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად 1 წლის ვადით დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.