ქოლ-ცენტრის ოპერატორი
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა; სამუშაო საათები: 10:00-19:00.
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია მომსახურების სტანდარტების დაცვით;
- მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამაში;
- მომხმარებლისთვის სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება;
- შემოსული ზარების და პირველადი ინფორმაციის მიღება პრობლემური შემთხვევის დადგომის შესახებ და შეტყობინების პროგრამული ასახვა;
- ნებისმიერ პროდუქტზე ინფორმაციის მიწოდება კლიენტისათვის;
- გამავალი ზარის განხორციელება მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის მიზნით.
აუცილებელი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე;
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სწრაფად აზროვნების უნარი;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.