სტუმართა მომსახურების აგენტი
"Newport Hotel Kutaisi" აცხადებს ვაკანსიას სტუმართა მომსახურების აგენტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 დღე;
- სამუშაო საათები: 09:00-21:00;
- შესვენება: 2 საათი;
- ყოველთვიური ანაზღაურება: 720 ლარი;
- კვება: ორჯერადი კვება სასტუმროს ხარჯზე;
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც კარგად ფლობს ინგლისურ ენას და დაინტერესებულია ხანგრძლივი თანამშრომლობით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- სტუმრების მიღება და სასტუმროში განთავსება (Check-in);
- სტუმრების გაცილება და ანგარიშსწორების პროცესის მართვა (Check-out);
- სტუმრებთან სწორი, თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია;
- სტუმრების საჭიროებების დროული დაკმაყოფილება;
- სასტუმროს შიდა სტანდარტებისა და დადგენილი წესების დაცვა;
- გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა და მომსახურების კულტურა;
- პროფესიული განვითარების სურვილი და ინტერესი;
- რთული და არასტანდარტული სიტუაციების ეფექტურად მართვის უნარი.
ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც შეძლებს სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას და Newport Hotel-ის გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება.
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.