9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

SWCZAW08 გამოქვეყნდა 12 ოქტ 55 ნახვა

PrimeStore.ge

PrimeStore.ge

გაყიდვების მენეჯერი

PrimeStore.ge გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 ნოე

ონლაინ ტექნიკის მაღაზია PrimeStore.ge ეძებს გაყიდვების მენეჯერს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქუჩა (მ/ს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარედ) სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან

ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციის გაწევა; - შეკვეთების სისტემაში ზუსტი ასახვა და განვადების პროცედურების მართვა/მონიტორინგი; - მარკეტინგის გუნდთან აქტიური თანამშრომლობა სარეკლამო აქციებისა და შეთავაზებების შესამუშავებლად; - ელექტრონული კომერციის (E-commerce) ტენდენციების მუდმივი კვლევა და სიახლეების დანერგვის ინიცირება კომპანიაში; - მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა; - შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ: - ტექნიკის გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად); - ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი კომუნიკაცია); - სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; - ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.

რას გთავაზობთ ჩვენ: - მეგობრულ, გუნდურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს; - კარიერული ზრდისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას; - პროფესიული განვითარების ხელშეწყობას; - მოტივაციაზე მორგებულ, კონკურენტულ ანაზღაურების სისტემას. - კომპანიის შესახებ: PrimeStore.ge არის დინამიურად მზარდი ონლაინ ტექნიკის მაღაზია, რომელიც დაკომპლექტებულია სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს, რათა ერთად შევქმნათ საუკეთესო გუნდი და მივაღწიოთ ახალ წარმატებებს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა