საწყობის თანამშრომელი
მაღაზია "აგურილენდში" გვესაჭიროება საწყობის თანამშრომელი.
თუ გაქვს სურვილი, მოხვდე მეგობრულ, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გარემოში გქონდეს სტაბილური სამსახური, გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გრძელვადიანი პერიოდით. ჩვენ ადგილზე შეგასწავლით ყველა საჭირო ინფორმაციას თეორიულ თუ პრაქტიკულ ნაწილში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საქონლის ჩატვირთვა-გადმოტვირთვა, როგორც ხელით ასევე თვითმცლელით;
- შეკვეთების მომზადება.
მოთხოვნები:
- სასურველია იცოდეს თვითმცლელის მართვა;
- შესაბამისი სამუშაო გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო;
- შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 10:00-დან 19:00 სთ-მდე (1 საათი შესვენება)
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი
- მისამართი: თბილისი, ლილო, კახეთის გზატკეცილი, გიორგი ჩიკვაიძის ჩიხი 3
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.