8348 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

SYRCXBX7 გამოქვეყნდა 4 სექ 2 ნახვა

გაყიდვების კონსულტანტი

Miniso გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾900 / თვეში ბოლო ვადა:

მაღაზიათა ქსელი "მინისო" მსოფლიოს 100 ქვეყანაში, 5000-ზე მეტი ფილიალითაა წარმოდგენილი და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და წარმატებულ ბრენდად არის აღიარებული. "მინისოს" დახლები 12 კატეგორიის პროდუქციას აერთიანებს და სხვადასხვა ქვეყნის წარმოების, 10, 000-ზე მეტი დასახელების ნივთს იტევს. "მინისო ჯორჯია" საქართველოში 2016 წლის დეკემბრიდან ოპერირებს და დღეის მდგომარეობით 26 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

"მინისო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა; - პროდუქციის რეალიზაცია კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; - ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება; - სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება; - სალარო აპარატის გამაართულობის უზრუნველყოფა, პრობლემის იდენტიფიცირების - შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება; - სამუშაოდან გამომდინარე ხელმძღვანელის - მითითებით სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები: - მოლარედ მუშაობის გამოცდილება; - სალარო პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები: - გუნდურობა; - თავაზიანობა; - შრომისმოყვარეობა; - კომუნიკაბელურობა;

სამუშაო პირობები: - კვირაში 5 სამუშაო დღე; (ცვლებში) - ანაზღაურება 900 ლარი (საპენსიოს იხდის კომპანია) - ჯანმრთელობის დაზღვევა - საბონუსე სქემა - თანამშრომლებისთვის ფასდაკლება პროდუქციაზე.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/BIM1ZoEb

თუ თქვენ გსურთ, იმუშაოთ მეგობრულ გარემოში და გქონდეთ კარიერული ზრდის შესაძლებლობა, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი CV.

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Miniso
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის