დიზაინერი
შპს "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურში დიზაინერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ.#9 სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის მიზნებიდან გამომდინარე, კომპანიის სოციალური ქსელების (შიდა/გარე) გვერდებისთვის ბანერების და მარტივი Gif ანიმაციების მომზადება;
- შიდა და გარე მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიების ვიზუალიზაცია;
- მარკეტინგული აქტივობების შესაბამისად საბეჭდი მასალის დიზაინის მომზადება და შემუშავებული მასალის საბეჭდად გამზადება;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- გრაფიკული დიზაინის ბაკალავრი, ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
- Adobe Photoshop
- Adobe Illustrator
- Adobe Indesign
- Adobe After Effects
- Premierepro
- Corel Draw (სასურველია)
უნარ-ჩვევები:
- კრეატიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, 2026 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.