ფინანსური ანალიტიკოსი
კომპანია "ზედაზენი 2012" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
კომპანიის შესახებ:
შპს "ზედაზენი 2012" არის სს "ქართული ლუდის კომპანიის" (GBC) შვილობილი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს GBC-ის მიერ წარმოებული ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.
სს "ქართული ლუდის კომპანია" (GBC) არის ერთ-ერთი წამყვანი სასმელების მწარმოებელი კომპანია საქართველოში, რომელიც ავითარებს და აწარმოებს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ფართო პორტფელს.
2025 წლიდან GBC წარმოადგენს Tempo Beverages-ისა და Daily Group-ის ერთობლივ საწარმოს. Tempo Beverages არის ისრაელის სასმელების მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია, რომელსაც 70 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ინდუსტრიაში და თანამშრომლობს Heineken-თან ისრაელის ბაზარზე. Daily Group კი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო ქსელია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1, 700 სავაჭრო ობიექტს აერთიანებს.
პოზიციის შესახებ:
ფინანსური ანალიტიკოსის პოზიცია გულისხმობს კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგს, ფინანსური და საოპერაციო რეპორტინგის წარმოებას, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობასა და მონაცემების ანალიზს ბიზნესის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით.
თუ ხართ პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული, გაქვთ ანალიტიკური აზროვნება და ფინანსური მონაცემების დამუშავების გამოცდილება, გელოდებით ჩვენს გუნდში!
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის შემოსავლის, მომგებიანობისა და საოპერაციო ხარჯების მონიტორინგი და ბიუჯეტთან გადახრების ანალიზი;
- ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება;
- წლიური ბიუჯეტის მომზადების პროცესში ჩართულობა;
- ყოველთვიური ბონუსების გაანგარიშება;
- სხვადასხვა სახის რეპორტის მომზადება დეპარტამენტების საჭიროებიდან გამომდინარე;
- საოპერაციო ანალიტიკისა და კონკრეტული საკითხების ფინანსური შესწავლისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, შეჯამება და ფინანსური/სტატისტიკური დამუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან სხვა ტექნიკურ დარგში;
- არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება რეპორტინგის, ანალიზის და/ან აუდიტის მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- ERP და Power BI სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
- ტრანსპორტირება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართულმა ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს, შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში, თუ წინააღმდეგი ხართ, რომ სს "ქართულმა ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე, თქვენი სახელისა და გვარის მითითებით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.