უმცროსი KA მენეჯერი
Loreal, Zewa, Johnson & Johnson-ის და სხვა მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში GDCC LLC აცხადებს ვაკანსიას უმცროსი KA მენეჯერის - „Junior KA Manager“ პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები: - ქსელებიდან შემოსული შეკვეთების კონტროლი — შეკვეთის სტატუსის, რაოდენობისა და მიწოდების ვადების მონიტორინგი, პროდუქციისა და ფასების გადამოწმება; - სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან, კატეგორიის მენეჯერებთან და ფილიალების თანამშრომლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია; - მიწოდების პროცესში წარმოქმნილი შეფერხებების კონტროლი და დროული რეაგირება; - ყოველდღიური/ყოველკვირეული რეპორტების მომზადება ქსელების მენეჯერისთვის; - აქციებთან, ფასებთან და პროდუქციის ასორტიმენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონტროლი და განახლება; - მენეჯერის დავალებების შესრულება და მიმდინარე საკითხების ოპერატიულად მართვა. - ქსელებთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების კონტროლი და მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება.
ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები: - უმაღლესი განათლება, (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც); - აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); - სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; - ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე; - ენერგიული და კომუნიკაბელური; - მოტივირებული მიზნების მიღწევაზე.
სამუშაო პირობები: - გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9:00-17:30 სთ; - დასვენება - შაბათი, კვირა; - ანაზღაურება: 800-1200 ₾ (გამოცდილებიდან გამომდინარე); - ჯანრმთელობის დაზღვევა; - მობილური ტელ. ულიმიტო სასაუბრო პაკეტი.
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე საგანში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - „Junior KA Manager“.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: www.gdcc.ge
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.