სესხის მონიტორინგის ჯგუფის ოფიცერი
შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია express capital + არის საფინანსო კომპანია , რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს express capital + უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.
ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.
express capital + გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე: სესხის მონიტორინგის ჯგუფის ოფიცერი სამუშაო ადგილი: ბათუმი
პოზიციის მიზანი: კომპანიის მსესხებლებთან ვიზიტი, შესაბამისი სატელეფონო აპლიკაციით სესხის მიმდინარე გადასახადის გადახდევინება, ბიზნესის მონიტორინგი. ასევე, პარალელურ რეჟიმში მიმდებარე ტერიტორიაზე პოტენციური მსესხებლებზე კომპანიის პროდუქტის წარდგენა ახალი მსესხებლების მოზიდვა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ინკასაცია და სესხის მონიტორინგი
- კლიენტის ბიზნესის ადგილზე მონიტორინგი;
- მიზნობრივი სესხების ხარჯვის ადგილზე გადამოწმება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
- მსესხებლების სესხის გადახდის ადგილზე მომსახურება;
- ახალი მსესხებლების მოზიდვა (პრომოუშენი)
- ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების უსაფრთხო ტრანსპორტირება (ინკასაცია);
- პრობლემური სესხების მონიტორინგი და კლიენტებთან კომუნიკაცია;
სამეურნეო მოვალეობების შესრულება
- ოფისის სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების კონტროლი;
- წვრილმანი სარემონტო/სამეურნეო სამუშაოების შესრულება (საჭიროების შემთხვევაში);
- კომპანიის ინვენტარის აღრიცხვა და მოვლა-პატრონობა.
ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული + ბონუსი - პოსტერმინალის საშუალებით, თვის ბოლოს, თვის განმავლობაში შემოტანილი თანხის მოცულობის შესაბამისათ დაერიცხება ბონუსი. ასევე, ყოველ მოზიდულ ახალი მსესხებელზე დამატებითი ბონუსი . + ავტომანქანის იჯარა
სავალდებულო მოთხოვნები
- მართვის მოწმობა - B კატეგორია და შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვის გამოცდილება
- შესაძლებელია სამსახურის შეთავსება დისტრიბუციის, მიტანის სერვისებისა და მომსახურების განმახორციელბელ პირებთან პარალელურათ.
უნარები
- გუნდურობა
- ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- სამუშაოს ორგანიზება
- სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
სამუშაო პირობები: გრაფიკი: სრული პრშაბათი -პარასკევი 10:00სთ - 18:00სთ, შაბათი 10:000- 14:00სთ
ასევე შესაძლებელია გრაფიკის შეთანხმება 13:00 სთ-დან 18:30 საათამდე.
P.S. 20 ახალი მსესხებლის მოზიდვის, წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში შეთავაზებული იქნება საკრედიტო ოფიცრის თანამდებობა, შესაბამისი გაზრდილი ანაზღაურებით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „მსესხებლების მონიტორინგის ჯგუფის ოფიცერი“. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს!