8204 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

T534BXE1 გამოქვეყნდა 1 სექ 2 ნახვა

გაყიდვების ოპერატორი

ასორტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1000 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12.

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 12:00 საათიდან 21:00 საათამდე.

ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქციები:

** საცალო გაყიდვების დაგეგმარება, გეგმის შესრულება, გამოწვევებზე დროული რეაგირება. გამოწვევების არსებობის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;

** VIP საცალო მომხმარებლების ბაზის მართვა (CRM) და განახლება;

** მომხმარებელთან ურთიერთობის მაღალი ხარისხით წარმოება და მათი კმაყოფილების უზრუნველყოფა;

** შეკვეთის მიღების, დამუშავების და მიწოდების პროცესის მაღალი ეფექტიანობით განხორციელების უზრუნველყოფა;

** საცალო გაყიდვების პროცესების მუდმივი ოპტიმიზაცია;

** საცალო გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;

** საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office (Excel, Word, Power Point)).

პიროვნული მახასიათებლები:

** ოპერატიულობა;

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირების უნარი;

** პასუხისმგებლიანობა.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:, წერილის თემის გრაფაში მიუთითთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების ოპერატორი

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ასორტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა