თრექინგ ოპერატორი
ლოგისტიკური კომპანია, რომელიც უკვე 6 წელია წარმატებით საქმიანობს ამერიკულ ბაზარზე, აცხადებს ვაკანსიას თრექინგ / დისპეჩ ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: - კვირაში 2 დღე — შაბათი და კვირა - სამუშაო საათები: 12:00 – 24:00 (1 საათიანი ცდომილებით. ამერიკის დროის მიხედვით)
ძირითადი მოვალეობები: - სატვირთო მანქანების თრექინგი და მოძრაობის მონიტორინგი - მძღოლებთან კომუნიკაცია - დატვირთვების სტატუსის კონტროლი და განახლება - გუნდის წევრებთან და კლიენტებთან დროული კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა. - ოპერატიული პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობა.
მოთხოვნები:- თრექინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება (სასურველია 1–2 წელი); - ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (კლიენტებთან და მძღოლებთან კომუნიკაციისთვის); - ელფოსტასთან (E-mail) მუშაობის უნარი; - კარგი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - სწრაფად მუშაობისა და რამდენიმე დავალების ერთდროულად ეფექტურად მართვის უნარი.
მოცემულ ვაკანსიაზე გვჭირდება მხოლოდ თრექინგ ოპერატორი შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV / Resume ელ. ფოსტაზე George.HR@persati-logistic.com და Subject-ში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.