8,745 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

T7T19Y0V გამოქვეყნდა 21 სექ 4 ნახვა

I City

I City

ფილიალის მენეჯერი

I City გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
₾1800 / თვეში ბოლო ვადა: 22 ოქტ

მაღაზიათა ქსელი "Icity" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

აისითი 11 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს საქართველოში, სპეციალიზდება Apple, Dyson, B&O, Xiaomi, honor, Garrett, realme და სხვა ცნობილი ბრენდების მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მათი აქსესუარების შეთავაზებაზე, ასევე გთავაზობთ პირველი კლასის სერვისს.

ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს ფილიალისთვის, რომელიც ორიენტირებული იქნება:

  • მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლზე;
  • ფილიალის პერსონალის კოორდინაციაზე მაღალი დონის სერვისის უზრუნველსაყოფად;
  • პროცესების ზოგად მართვაზე (მომხმარებლებთან მუშაობა, პროდუქციის პრეზენტაცია, კომპანიის სტანდარტების დაცვა).

მოვალეობები:

  • კომპანიის სავაჭრო ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტის მიმდინარე საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა/მონიტორინგი;
  • ობიექტზე დასაქმებულ პირთა ზედამხედველობა და კონტროლი;
  • სავაჭრო ობიექტების პერსონალის, მოლარე-კონსულტანტების საქმიანობის კოორდინირება და კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება;
  • სავაჭრო ობიექტზე სრული ასორტიმენტის უზრუნველყოფაზე კონტროლი და ნებისმიერ სასაქონლო ჯგუფში ობიექტებზე მარაგების კონტროლი;

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • გამოცდილება: ტექნიკის სფეროში მსგავს პოზიციაზე- მინიმუმ 1 წელი;
  • ენების ცოდნა: ქართული და ინგლისური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
  • გამართული მეტყველების უნარი;
  • არაკონფლიქტური;
  • მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირება.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00 - 19:00 საათამდე.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1800 ლარი + ბონუსი
  • კარიერული წინსვლის პერსპექტივა
  • კორპორაციული დაზღვევა.
  • მუშაობა მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობა დინამიკურად განვითარებად კომპანიაში;
  • ადგილმდებარეობა: თბილისი მოლი

სათაურის ველში მიუთითოთ "მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
I City
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა